ფეხბურთი

17:01 | 9.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე "შანხაი შენჰუაში"?

"ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი ლუის ენრიკე, შესაძლოა, ჩინეთის "შანხაი შენჰუაში" დაინიშნოს. ამის შესახებ ესპანური “მარკა” წერს.

დიდი შანსია, ლუის ენრიკე ზამთარში ჩაუდგეს კლუბს სათავეში.

ამჟამად "შანხაი შენჰუას" ურუგვაელი გუსტავო პოიეტი თავკაცობს. გუნდი ჩინეთის ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა, არადა წლების განმავლობაში საუკეთესო იყო. "შანხაი შენჰუას" იტალიელი ლეგენდა მარჩელო ლიპი წვრთნიდა, რომელიც ჩინეთის ნაკრებში დაინიშნა.

0.12342