ფეხბურთი

10:00 | 9.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

მასიმო კარერა: "ჯანო ნაკრებიდან ტრავმირებული დაგვიბრუნდა"

ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკში" ტრავმირებული დაბრუნდა. აღნიშნულის შესახებ "სახალხო გუნდის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმო კარერამ განაცხადა. იტალიელის თქმით, ჯანო დიდი ალბათობით, ყაზანის "რუბინის" წინააღმდეგ არ ითამაშებს.

- სანაკრები პაუზა იყო და "სპარტაკის" ბევრმა ფეხბურთელმა თავი გამოიჩინა. მაგალითად, ანანიძე, რომელმაც ორი საგოლე პასი შეასრულა. ეს იმოქმედებს ძირითად შემადგენლობაზე?

- არა, ეს არ იმოქმედებს. რაც შეეხება ჯანოს, იგი საქართველოს ნაკრებიდან ტრავმირებული დაგვიბრუნდა. მუხლზე გარკვეული პრობლემები აღენიშნება. ამიტომ, ნაკლებ სავარაუდოა, რომ "რუბინთან" ითამაშოს", - თქვა კარერამ.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში იტალიელი მწვრთნელი ქართველ ნახევარმცველს ისედაც იშვიათად სწყალობს. მოქმედი ჩემპიონი "სპარტაკი" კი, სეზონის სტარტზე ძალიან ცუდად თამაშობს და ცხრილის შუაში იკავებს ადგილს.

0.113979