“ვალენსიას” და არგენტინის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა ეზეკიელ გარაიმ ტრავმა მოიშუშა და ლა ლიგის უახლოესი ტურის მატჩის განაცხადში მოხვდა.
30 წლის ფეხბურთელმა დაზიანების გამო “რეალთან” ფრედ (2:2) დასრულებული შეხვედრა გამოტოვა, თუმცა ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და რამდენიმე დღეა, რაც გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა.
შეგახსენებთ, რომ გარაი “ვალენსიას” 2016 წელს “ზენიტიდან” შეუერთდა და 29 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა.
ცნობისთვის, “ვალენსია” ლა ლიგის მესამე ტურის მატჩში დღეს “მესტალიაზე” მადრიდის “ატლეტიკოს” დაუხვდება. შეხვედრა საქართველოს დროით 18 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.