კალათბურთი

14:20 | 8.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტ-2017: ფაჩულია - მომხსნელებში მე-3, შენგელია – მე-6

ევრობასკეტ-2017-ის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ სტატისტიკურად საუკეთესო კალათბურთელები გამოიკვეთა.

ჯგუფურ ეტაპზე ქულების რაოდენობით თორნიკე შენგელია მე-8 ადგილზეა:

1. გორან დრაგიჩი (სლოვენია) _ 5 მატჩი, 122 ქულა, საშ. 24.4

2. დენის შრიოდერი (გერმანია) _ 5 მატჩი, 118 ქულა, საშ. 23.6

3. ალექსეი შვედი (რუსეთი) – 5 მატჩი, 115 ქულა, საშ. 23.0

4. ლაური მარკანენი (ფინეთი) – 5 მატჩი, 113 ქულა, საშ. 22.6

5. კრისტაპს პორზინგისი (ლატვია) – 5 მატჩი, 112 ქულა, საშ. 22.4

8. თორნიკე შენგელია (საქართველო) – 5 მატჩი, 94 ქულა, საშ. 18.8

შენგელიამ ქულების რაოდენობით მრავალ სახელოვან კალათბურთელს აჯობა - პაუ გაზოლს, მარკო ბელინელის, იონას ვალანჩუნასს, ნანდო დე კოლოს, დარიო შარიჩსა და მრავალ სხვას.

ზაზა ფაჩულია კი, ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე მითვლილი მოხსნებით სულაც მესამე ადგილზეა, ხოლო შენგელია ამ ცხრილში მეექვსეა:

1. იონას ვალანჩუნასი(ლიტვა) – 5 მატჩი, 57 მოხსნა, საშ. 11.4

2. გაბე ოლასენი(დიდი ბრიტანეთი) – 5 მატჩი, 56 მოხსნა, საშ. 11.2

3. ზაზა ფაჩულია (საქართველო) – 5 მატჩი, 46 მოხსნა, საშ. 9.2

4. პაუ გაზოლი (ესპანეთი) – 4 მატჩი, 35 მოხსნა, საშ. 8.8

5. ვილი ერნანგომესი (ესპანეთი) – 5 მატჩი, 43 მოხსნა, საშ. 8.6

6. თორნიკე შენგელია (საქართველო) – 5 მატჩი, 39 მოხსნა, საშ. 7.8

მაიკლ დიქსონი საშუალო 5.2 შედეგიანი გადაცემით ჯგუფური ეტაპის ტოპ-ასისტენტთა შორის მე-10 პოზიციაზეა. აქ საუკეთესოები ლიტველი მანტას კალნიეტისი და ფინელი პეტერი კოპონენი (7.2-7.2) არიან.

0.119317