“მანჩესერ იუნაიტედის” შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კლუბის 10-ნომრიანი მაისური მოირგო და ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ არსად წასულა, უბრალოდ, ნომერი შეიცვალა.
“არსად წავსულვარ, უბრალოდ, შეიცვალა ჩემი ნომერი”, -თქვა ზლატანმა.
შეგახსენებთ, რომ “წითელმა ეშმაკებმა” “ევერტონიდან” 75 მილიონ ევროდ რომელუ ლუკაკუ შეიძინეს, რომელმაც 9-ნომრიანი მაისური მანამდე მოირგო, ვიდრე შვედი სუპერვარსკვლავი კონტრაქტს განაახლებლა.
ინგლისური მედიის ვარაუდით, ზლატან იბრაჰიმოვიჩი მოედანს დეკემბრისთვის დაუბრუნდება.