მომავალი ორშაბათიდან მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი გარბინიე მუგურუსა იქნება. ესპანელის გაპირველება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ამჟამინდელი პირველი ნომერი კაროლინა პლიშკოვა კოკო ვანდევეისთან ამერიკის ღია პირველობის 1/4-ფინალში დამარცხდა.
მუგურუსა გახდება 24-ე ჩოგბურთელი, რომელიც რეიტინგის სათავეში მოექცევა.
შეგახსენებთ, რომ გარბინიემ წლეულს უიმბლდონის ტურნირი მოიგო.