სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჩოგბურთი

11:53 | 8.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

US Open-ის ფინალი: სტივენსი – ქისი

ამერიკის ღია პირველობის ფინალში ერთმანეთს ამერიკელები - სლოუნ სტივენსი და მედისონ ქისი შეხვდებიან.

ნახევარფინალში სლოუნმა ვინუს უილიამსი 6:1, 0:6, 7:5 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 9 წუთს გაგრძელდა. მესამე სეტში, 5:5-ზე სტივენსმა გადამწყვეტი ბრეიკი გაახერხა და დიდი სლემის სერიის ტურნირის ფინალში კარიერაში პირველად გავიდა.

მეორე ნახევარფინალურ მატჩში მედისონ ქისმა კოკო ვანდევეი ბრძოლის გარეშე, მარტივად გაანადგურა - 6:1, 6:2.

მედისონ ქისისა და სლოუნ სტივენსის ფინალური შეხვედრა 10 სექტემბერს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება. ურთიერთშეხვედრებში სტივენსი 1:0-ს იგებს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.113014