კალათბურთი

1:40 | 8.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტ 2017: ესპანეთი, ხორვატია, მონტენეგრო და უნგრეთი სტამბოლში ითამაშებენ

დასრულდა ევრობასკეტ 2017-ის ჯგუფური ეტაპის მატჩები. გათამაშების პირველი ეტაპის დასკვნით სათამაშო დღეს C ჯგუფის სამი შეხვედრა გაიმართა. ტურნირის უმთავრესი ფავორიტი ესპანეთის ნაკრები უნგრეთს დაუპირისპირდა და როგორც მოსალოდნელი გახლდათ, იოლად იმარჯვა.

“ლა როხამ” პირველი ტაიმი 12-ქულიანი სხვაობით მოიგო, ხოლო მეორე ნახევარში ეს უპირატესობა კიდევ გაზარდა და საბოლოოდ 64:87 იმარჯვა. საუკეთესო მოთამაშე პაუ გასოლი იყო, რომელმაც 20 ქულა, 8 მოხსნა და 2 გადაცემა დააგროვა და ევრობასკეტის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა. მისმა ძმამ მარკმა 10 ქულას, 6 მოხსნას და 2 გადაცემას მოუყარა თავი, ხოლო სერხიო როდრიგესი 15 ქულით, 1 მოხსნით და 7 გადაცემით გამოირჩა. უნგრეთიდან გამორჩეული კრაბა ფენერჩი იყო – 17 ქულა, 3 მოხსნა, 1 გადაცემა.

მონტენეგროს ნაკრებმა აუტსაიდერი რუმინეთი დამაჯერებლად დაამარცხა და მესამე ადგილზე გავიდა, ხოლო ხორვატიამ ჩეხეთი დაამარცხა და ეს უკანასკნელი ტურნირს დაემშვიდობა.

უნგრეთი – ესპანეთი 64:87 (10:22; 19:19; 17:19; 18:27)

ჩეხეთი – ხორვატია 69:107 (17:28; 23:26; 20:24; 9:29)

მონტენეგრო – რუმინეთი 86:69 (24:19; 18:11; 24:23; 20:16)

სატურნირო მდგომარეობა

1. ესპანეთი 5 5 0 0 0 449:303 10
2. ხორვატია 5 4 0 0 1 397:336 9
3. მონტენეგრო 5 3 0 0 2 378:367 8
4. უნგრეთი 5 2 0 0 3 335:370 7
5. ჩეხეთი 5 1 0 0 4 356:441 6
6. რუმინეთი 5 0 0 0 5 316:414 5

1/8 ფინალი

9 სექტემბერი

სლოვენია – უკრაინა

გერმანია - საფრანგეთი

ფინეთი – იტალია

ლიტვა – საბერძნეთი

10 სექტემბერი

ხორვატია – რუსეთი

ლატვია – მონტენეგრო

სერბეთი - უნგრეთი

ესპანეთი – თურქეთი

0.14065