კალათბურთი

0:06 | 8.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი: "ჩვენი დანიშნულება არ დასრულებულა"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ისრაელიდან საქართველოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა. გამონაკლისი იყო ზაზა ფაჩულია, რომელსაც შვილი შეეძინა და აშშ-ი გაფრინდა და მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი.

ბერძენი სპეციალისტი განვლილ ევროპის ჩემპიონატს სოციალურ ქსელში პატარა წერილით გამოეხმაურა.

“ჩვენ ბევრგან გვიმოგზაურია, რომელიც სავსე იყო ზეიმით. ასევე იყო ცრემლები და გუნდური სულისკვეთება. ჩვენი დანიშნულება არ დასრულებულა. ყოველთვის ვამაყობ საქართველოს მხარდაჭერით”, - წერს ზუროსი საკუთარი ტვიტერის გვერდზე.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე 2 თამაში მოიგო და სამჯერ დამარცხდა. ეს კი, პლეი-ოფში გასასვლელად საკმარისი არ გამოდგა. ახლა, საქართველოს ნაკრების წინაშე ახალი გამოწვევაა – მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი 24 ნოემბერს დაიწყება.

0.126128