კალათბურთი

21:30 | 7.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების აქილევსის ქუსლი: მოკლე სკამი

კალათბურთში ევროპის ჩემპიონატი გრძელდება, თუმცა საქართველოს ნაკრებისთვის გუშინ დასრულდა. ილიას ზუროსის გუნდმა ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია მიუხედავად იმისა, რომ პირველივე ტურში ფურორი მოახდინა და ფავორიტ ლიტვას მოუგო.

საბოლოო ჯამში საქართველოს 2 მოგებითა და სამი წაგებით მეხუთე ადგილი ერგო. რა იყო მომხდარის მიზეზი და რამ გამოიწვია პლეი-ოფის მიღმა დარჩენა, მაშინ, როდესაც ბევრი გაცილებით მეტის მოლოდინში იყო. მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი, მიზეზი შეიძლება იყოს უფრო ღრმა, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ერთ-ერთი, რამაც წარუმატებლობა განაპირობა, მოკლე სკამი გახლდათ.

ილიას ზუროსს ძირითადად 7 კალათბურთელზე უწევდა დაწყრდნობა. ამიტომაც, საქართველომ ფიზიკურად ვერ გაუძლო, საქართველო დამარცხდა. მოკლე სკამს რაც შეეხება – ეს სტატისტიკიდანაც კარგად ჩანს. მაგალითად, თორნიკე შენგელია, მაიკლ დიქსონი და მანუჩარ მარკოიშვილი ტურნირზე საშუალოდ ყველაზე მეტი დროს ატარებდნენ პარკეტზე. ჩვენი გუნდის ლიდერებმა ჯგუფური ეტაპი ფაქტობრივად შეუცვლელად ჩაატარეს. ორი აზრი არაა, რომ ამან დაღი დაასვა თამაშის ხარისხს და ორი აზრი არაა, რომ მწირი არჩევანი გამოდგა ფატალური.

არავინ იცის, ახლა სად იქნებოდა საქართველოს ნაკრები ვიქტორ სანიკიძე და ბექა ბურჯანაძე ფორმაში რომ ჰყოლოდა. ზაზა ფაჩულიასა და გიორგი ცინცაძეს კი, ტკივილების ფონზე არ ეთამაშათ. იქნებ, უკვე ფინეთთან, სლოვენიასთან, საფრანგეთთან ანაც საბერძნეთთან მატჩზეც გვეფიქრა. ვაღიაროთ და ამის დიდი შანსი იყო, რომ არა ტრავმები, რომ არა, უიღბლობა...

თუმცა, მოსახდენი მოხდა – ნებსით თუ უნებლიედ, საქართველოს ნაკრები ევრობასკეტ 2017-ს დაემშვიდობა.

აქვე, საქართველოს ნაკრების ყველა კალათბურთელის სტატისტიკური მონაცემები ჯგუფურ ევროპის ჩემპიონატიდან:

მაიკლ დიქსონითამაში: 5, წუთი: 168 (საშუალოდ 33.7 წუთი), ქულა: 69 (13.8), 25 ზუსტი სროლა/48 სროლა ჯამში (52.1%), 15 ზუსტი ორქულიანი/26 ორქულიანი სროლა (57.7%), 10 ზუსტი სამქულიანი/22 სამქულიანი სროლა (45.5%), 9 ზუსტი საჯარიმო/11 საჯარიმო სროლა (81.8%), მოხსნა: 10 (2.2), მოხსნა დაცვაში: 10, მოხსნა შეტევაში: 0, პასი: 26 (5.2), პერსონალური: 13 (2.6), ჩაჭრა: 7 (1.4), დაფარება: 0, +/- 11 (2.2), ეფექტურობა: 67 (13.4).

გიორგი გამყრელიძეთამაში: 3, წუთი: 2 (საშუალოდ 0.8 წუთი), ქულა: 0, 0 ზუსტი სროლა/0 სროლა ჯამში, 0 ზუსტი ორქულიანი/0 ორქულიანი სროლა, 0 ზუსტი სამქულიანი/0 სამქულიანი სროლა, 0 ზუსტი საჯარიმო/0 საჯარიმო სროლა, მოხსნა: 0, მოხსნა დაცვაში: 0, მოხსნა შეტევაში: 0, პასი: 0, პერსონალური: 4, ჩაჭრა: 0, დაფარება: +/- 2, ეფექტურობა: 0.

ანატოლი ბოისათამაში: 1, წუთი: 0 (საშუალოდ 0.1 წუთი), ქულა: 0, 0 ზუსტი სროლა/0 სროლა ჯამში, 0 ზუსტი ორქულიანი/0 ორქულიანი სროლა, 0 ზუსტი სამქულიანი/0 სამქულიანი სროლა, 0 ზუსტი საჯარიმო/0 საჯარიმო სროლა, მოხსნა: 0, მოხსნა დაცვაში: 0, მოხსნა შეტევაში: 0, პასი: 0, პერსონალური: 1, ჩაჭრა: 0, დაფარება: 0, +/- 2, ეფექტურობა: 0.

ზაზა ფაჩულია - თამაში: 5, წუთი: 131 (საშუალოდ 26.1 წუთი), ქულა: 67 (13.4 ქულა თამაშში), 21 ზუსტი სროლა/47 სროლა ჯამში (44.7%), 21 ზუსტი ორქულიანი/47 ორქულიანი სროლა (44/7%) 0 ზუსტი სამქულიანი/0 სამქულიანი სროლა 25 ზუსტი საჯარიმო/33 საჯარიმო სროლა (75.8%), მოხსნა: 46 (9.2), მოხსნა დაცვაში: 27 (5.4), მოხსნა შეტევაში: 19 (3.8), პასი: 8 (1.6), პერსონალური: 14 (2.8), ჩაჭრა: 4 (0.8), დაფარება: 1 (0.2), +/- 22 (4.4), ეფექტურობა: 76 (15.2).

გიორგი ცინცაძეთამაში: 5, წუთი: 124 (24.8 წუთი), ქულა: 14 (2.8), 6 ზუსტი სროლა/22 სროლა ჯამში (27.3%), 4 ზუსტი ორქულიანი/8 ორქულიანი სროლა (50%), 2 ზუსტი სამქულიანი/14 სამქულიანი სროლა (14.3%), 0 ზუსტი საჯარიმო/2 საჯარიმო სროლა (0%), მოხსნა: 8 (1.6), მოხსნა დაცვაში: 7 (1.4), მოხსნა შეტევაში: 1 (0.2), პასი: 16 (3.2), პერსონალური: 10 (2), ჩაჭრა: 6 (1.2), დაფარება: 0, +/- -62 (-12.4), ეფექტურობა: 13 (2.6).

გიორგი შერმადინითამაში: 5, წუთი: 90 (საშუალოდ 18.1 წუთი), ქულა: 51 (10.2), 12 ზუსტი სროლა/26 სროლა ჯამში (46.2%) 12 ზუსტი ორქულიანი/26 ორქულიანი სროლა (46.2%) 0 ზუსტი სამქულიანი/0 სამქულიანი სროლა (0%), 27 ზუსტი საჯარიმო/29 საჯარიმო სროლა 93.1%) მოხსნა: 23 (4.6), მოხსნა დაცვაში: 16 (3.2), მოხსნა შეტევაში: 7 (1.4), პასი: 8 (1.6), პერსონალური: 9 (1.8), ჩაჭრა: 4 (0.8), დაფარება: 4 (0.8), +/- -17 (-3.4), ეფექტურობა: 68 (13.6)

დუდა სანაძე - თამაში: 5, წუთი: 130 (საშუალოდ 26.7 წუთი), ქულა: 54 (10.8), 18 ზუსტი სროლა/35 სროლა ჯამში (51.4%) 9 ზუსტი ორქულიანი/12 ორქულიანი სროლა (75%), 9 ზუსტი სამქულიანი/23 სამქულიანი სროლა (39.1%), 9 ზუსტი საჯარიმო/9 საჯარიმო სროლა (100%), მოხსნა: 10 (2.0), მოხსნა დაცვაში: 10 (2.0), მოხსნა შეტევაში: 0 (0), პასი: 6 (1.2), პერსონალური: 16 (3.2), ჩაჭრა: 6 (1.2), დაფარება: 2 (0.4), +/- 20 (4), ეფექტურობა: 60 (12.0)

მანუჩარ მარკოიშვილი - თამაში: 5, წუთი: 176 (საშუალოდ 35.3 წუთი), ქულა: 37 (7.4), 14 ზუსტი სროლა/36 სროლა ჯამში (38.9%), 8 ზუსტი ორქულიანი/14 ორქულიანი სროლა (57.1%), 6 ზუსტი სამქულიანი/22 სამქულიანი სროლა (27.3%), 3 ზუსტი საჯარიმო/6 საჯარიმო სროლა (50.0%), მოხსნა: 20 (4.0), მოხსნა დაცვაში: 19 (3.8), მოხსნა შეტევაში: 1 (0.2), პასი: 6 (1.2), პერსონალური: 14 (2.8), ჩაჭრა: 6 (1.2), დაფარება: 2 (0.4), +/- 16 (3.2), ეფექტურობა: 43 (8.6).

მიხეილ ბერიშვილითამაში: 5, წუთი: 15 (საშუალოდ 2.9 წუთი), ქულა: 4 (0.8), 1 ზუსტი სროლა/1 სროლა ჯამში (100%), 0 ზუსტი ორქულიანი/0 ორქულიანი სროლა (0.0%), ზუსტი სამქულიანი/ სამქულიანი სროლა (100%), 1 ზუსტი საჯარიმო/3 საჯარიმო სროლა (33.3%), მოხსნა: 2 (0.4), მოხსნა დაცვაში: 1 (0.2), მოხსნა შეტევაში: 1 (0.2), პასი: 0, პერსონალური: 5 (1), ჩაჭრა: 0, დაფარება: 0, +/- 1 (0.2), ეფექტურობა: 3 (0.6).

თორნიკე შენგელია - თამაში: 5, წუთი: 180 (საშუალოდ 36.9 წუთი), ქულა: 94 (18.8), 35 ზუსტი სროლა/72 სროლა ჯამში (48.6%), 33 ზუსტი ორქულიანი/60 ორქულიანი სროლა (55%). 2 ზუსტი სამქულიანი/12 სამქულიანი სროლა (16.7%), 22 ზუსტი საჯარიმო/30 საჯარიმო სროლა (73.3%), მოხსნა: 39 (7.8), მოხსნა დაცვაში: 33 (6.6), მოხსნა შეტევაში: 6 (1.2), პასი: 16 (3.2), პერსონალური: 12 (2.4), ჩაჭრა: 5 (1.0), დაფარება: 2 (0.4), +/- -3 (-0.6), ეფექტურობა: 93 (18.6).

გოგა ბითაძე – არ უთამაშია

ილია ლონდარიძე - თამაში: 5, წუთი: 5 (საშუალოდ 1.4 წუთი), ქულა: 0 (0%), 0 ზუსტი სროლა/2 სროლა ჯამში (0%), 0 ზუსტი ორქულიანი/2 ორქულიანი სროლა (0%). 0 ზუსტი სამქულიანი/0 სამქულიანი სროლა, 0 ზუსტი საჯარიმო/0 საჯარიმო სროლა, მოხსნა: 0, მოხსნა დაცვაში: 0, მოხსნა შეტევაში: 0, პასი: 0, პერსონალური: 1, ჩაჭრა: 0, დაფარება: 0, +/- -12 (-3.0), ეფექტურობა: -2 (-0.5).

0.069675