დიდი ბრიტანეთის ნაკრებმა ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე ხუთივე შეხვედრა წააგო. ამჯერად კუნძულელები რუსეთის ნაკრებთან 70:82 დამარცხდნენ.
მატჩში ყველაზე მეტი, 30 ქულა ალექსი შვედის ანგარიშზეა, მოზგოვმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 11 ქულა და ამდენივე 11 მოხსნა მიითვალა. ბრიტანეთში დენ კლარკი გამოირჩა 21 ქულით, ოლასენმა 19 ქულა დააგროვა.
რუსეთი 9 ქულით ჯერჯერობით პირველ ადგილზე იმყოფება, თუმცა ამავე ჯგუფში დღეს სერბეთი ბელგიას დაუპირისპირდება და ლატვია მასპინძელ თურქეთს.
რუსეთი – დიდი ბრიტანეთი 82:70 (23:16, 20:15, 18:23, 21:16)
1. | რუსეთი | 5 | 4 | 0 | 0 | 1 | 378:366 | 9 | |
2. | ლატვია | 4 | 3 | 0 | 0 | 1 | 355:317 | 7 | |
3. | სერბეთი | 4 | 3 | 0 | 0 | 1 | 326:299 | 7 | |
4. | თურქეთი | 4 | 2 | 0 | 0 | 2 | 309:291 | 6 | |
5. | ბელგია | 4 | 1 | 0 | 0 | 3 | 299:336 | 5 | |
6. | დიდი ბრიტანეთი | 5 | 0 | 0 | 0 | 5 | 390:448 | 5 |