საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში იტალიასთან დამარცხდა და პლეი-ოფში გასვლის ერთადერთი შანსი დარჩა - ისრაელის ნაკრებმა უკრაინას უნდა მოუგოს. სხვა შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატს ეთიშება.
ილიას ზუროსის გუნდი დრამატულ ბრძოლაში იტალიასთან დამარცხდა - 69:71. ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდს მატჩის გადაყვანა ოვერტაიმში შეეძლო, მაგრამ არ გამოვიდა. მაიკლ დიქსონმა "სკუადრა აძურას" მარტომ ვერ მოუგო. დიახ, მარტომ, რადგან მის გარდა საქართველოს ნაკრების მოთამაშეები ვერ გამოირჩეოდნენ.
მაიკლმა კი, ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველოს გაემარჯვა - 29 ქულაც შესძინა გუნდს, გადამწყვეტი ჯარიმა, რომელიც უნდა აეცილებინა, ააცილა კიდეც, ფაჩულიამ მოხსნა, შერმადინმა კი ვერ ჩააგდო - ასე დავმარცხდით. ასე დავრჩით ისრაელის იმედზე, ასე უნდა გავიაროთ კიდევ ერთხელ ბეწვის ხიდზე... სამწუხაროა, დასანანია.
დაველოდოთ, ისრაელისა და უკრაინის ნაკრებთა მატჩი 21:45 საათზე დაიწყება.
საქართველო - იტალია 69:71 (10:27, 20:11, 17:20, 22:13)
WORLDSPORT.GE ვრცელ მიმოხილვას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.