საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრაში პირველი ტაიმის შემდეგ მარცხდება. იტალიის ნაკრები გაცილებით უკეთ გამოყურებოდა პირველ ნახევარში და შედეგიც ლოგიკურია – 30:38.
საქართველომ ძალიან სუსტად ჩაატარა პირველი მეოთხედი და გამანადგურებელი ანგარიშით დათმო – 10:27. აღსანიშნავია ისიც, რომ ილიას ზუროსის გუნდმა მატჩის პირველ 6 წუთში სულ რაღაც 2 ქულა დააგროვა. სამაგიეროდ, მეორე პერიოდი საქართველოს ნაკრებმა გაცილებით უკეთ ჩაატარა და დიდ შესვენებამდე ანგარიში შეამცირა.
ზუროსის გუნდმა ერთი ხანობა ჩამორჩენა სამ ქულამდე დაიყვანა (30:33), თუმცა პირველი ტაიმის ბოლო ორი წუთი ისევ აპენინელთა უპირატესობით წარიმართა. საბოლოოდ, მეორე პერიოდი საქართველომ 20:11 მოიგო და ამჟამად 8-ქულიანი სხვაობით აგებს.
საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო გიორგი შერმადინია 11 ქულითა 4 მოხსნით. ზაზა ფაჩულიას აქტივში კი, 2 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასია.მეტოქის შემადგენლობაში ლიდერები ჯიჯი დატომე (9 ქულა) და მარკო ბელინელი არიან (11 ქულა).
მეორე ტაიმის დაახლოებით 10 წუთში დაიწყება.