ლიტვის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ბალტიისპირელებმა საწყის ტურში საქართველოსთან მარცხის შემდეგ დიდებულად დაიწყეს თამაში და ჯგუფში დარჩენილი ოთხივე მატჩი მოიგეს.
ამჯერად, ლიტვამ გერმანიის ნაკრები დატოვა უშანსოდ – 89:72. ევროპის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი მთელი შეხვედრის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა და არცერთი პერიოდი არ წაუგია. ლიტვის ნაკრებს ტრადიციულად იონას ვალანჩუნასმა ულიდერა, რომლის ანგარიშზე ერთობ წონადი ორმაგი დუბლია – 27 ქულა და 15 მოხსნა. გერმანიის ნაკრებს კი, დენის შრიოდერის 26 ქულამ ამჯერად გამარჯვება ვერ მოუტანა.
ასე რომ, ლიტვის ნაკრები პლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდა, ხოლო გერმანიას მეორე პოზიცია ერგო.
გერმანია – ლიტვა 72:89 (19:23, 24:24, 17:25, 12:17)