ფეხბურთი

15:25 | 6.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევროპული პლეი ოფების წილისყრა 17 ოქტომბერს

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი სრულდება, ჯგუფებში ორ-ორი ტურია დარჩენილი და ყველაზე საინტერესო მატჩები წინ გველის. ოქტომბრის პირველ ნახევარში იქნება ეს თამაშები.

გაირკვევა ის ცხრა გუნდი, რომლებიც პირველ ადგილს დაიკავებენ და რუსეთის საგზურს ავტომატურად მიიღებენ, ცხრა ჯგუფიდან რვა მეორეადგილოსანი კი პლეი ოფში ითამაშებს და გაარკვევს იმ ოთხ საუკეთესოს, რომლებიც ასევე მოხვდებიან რუსეთში. როგორც იცით, უარესი შედეგის მქონე მეორეადგილოსანი პლეი ოფშიც ვერ გააღწევს.

ხსენებული პლეი ოფის წყვილებს 17 ოქტომბერს წილისყრა გამოავლენს. მატჩები კი 9 და 14 ნოემბერს გაიმართება. წილისყრა ბრმა არ იქნება, ნაკრებები ფიფას რეიტინგში დაკავებული ადგილების მიხედვით დაიყოფიან განთესილ-განუთესავებად.

გრანდებსაც ვიხილავთ ამ პლეი ოფებში. დიდი ალბათობით, იტალიას. შესაძლოა, საფრანგეთი, ან ჰოლანდია მოხვდეს. ასევე, ევროპის ჩემპიონი პორტუგალიაც. ჯერჯერობით, ერთადერთი ევროპული ნაკრები, რომელმაც ოფიციალურად გაინაღდა რუსეთის საგზური, ბელგიაა.

0.115453