ფეხბურთი

14:15 | 6.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2018: I ჯგუფი - ოთხი ერთისთვის

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის I ჯგუფში უკიდურესად საინტერესო და დაძაბული ვითარებაა. ერთი ადგილი მუნდიალზე და ოთხი პრეტენდენტი. ისლანდია, ხორვატია, უკრაინა თუ თურქეთი? – ამ კითხვაზე ახლა პასუხის გაცემა წარმოუდგენლად რთულია და მხოლოდ დარჩენილი ორი ტური გაარკვევს ყველაფერს.

თავად განსაჯეთ: ხორვატიასა და ისლანდიას 16-16 ქულა აქვთ, უკრაინასა და თურქეთს – 14-14...

ისლანდიის ნაკრებმა რეიკიავიკში გილფი სიგურდსონის დუბლით აჯობა ანდრეი შევჩენკოს უკრაინას და სატურნირო ცხრილშიც გადაასწრო. აი, თურქეთმა კი, შინ ხორვატიის ძლევით მდგომარეობა გამოისწორა. გამარჯვების გოლი “ბეშიქთაშის” ფორვარდმა ჯენკ თოსუნმა მატჩის მიწურულს გაიტანა.

აუტსაიდერთა ჯახში კი, ფინეთმა როგორც მოსალოდნელი იყო, სტუმრად კოსოვოს აჯობა – 1:0.

ისლანდია – უკრაინა 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 სიგურდსონი (47), 2:0 სიგურდსონი (66)

კოსოვო – ფინეთი 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 პუკი (83)

თურქეთი – ხორვატია 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ჯენკ თოსუნი (75)

1. ხორვატია 8 5 1 2 12:3 16
2. ისლანდია 8 5 1 2 11:7 16
3. თურქეთი 8 4 2 2 12:8 14
4. უკრაინა 8 4 2 2 11:7 14
5. ფინეთი 8 2 1 5 6:10 7
6. კოსოვო 8 0 1 7 3:20 1

მომდევნო ტური – 6 ოქტომბერი

ხორვატია – ფინეთი

კოსოვო – უკრაინა

თურქეთი - ისლადია

0.145411