გერმანიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში თამაში გაინაღდა. იტალიის ნაკრები კი, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. გერმანიამ ჯგუფურ ეტაპზე მესამე შეხვედრა კვლავაც დენის შრიოდერის ლიდერობით მოიპოვა – “ატლანტა ჰოუქსის” გამთამაშებელი ამჯერადაც ყველაზე შედეგიანი იყო 17 ქულით.
საერთოდ, მატჩი დაძაბული გამოდგა და გერმანელებმა მესამე პერიოდში მოახერხეს გაქცევა. სწორედ ზემოხსენებულ ათწუთეულში მოწყობილმა სპირნტმა მისცა საშუალება ალემანებს საქმე ბოლომდე მიეყვანათ.
თავის მხრივ, იტალიის მარცხი ლიდერების უნიათო გარჯითაც იყო განპირობებული – ჯიჯი დატომე და მარკო ბელინელი საკმაოდ ინერტულად გამოიყურებოდნენ და ბუნებრივია, ვერც სხვებმა ილიდერეს.
ამ მატჩის შედეგი საქართველოს ნაკრებისთვის საინტერესო იყო – ახლა, ილიას ზუროსის გუნდს ბოლო ტურში იტალიის დამარცხებაც ეყოფათ, რომ პლეი-ოფში გავიდნენ. ვნახოთ, ცოტა ხანში საქართველო – ისრაელის შეხვედრაც დაიწყება.