ფეხბურთი

22:55 | 5.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰი "ლივერპულის" გულშემატკივრებმა დააფასეს

"ლივერპულის" გულშემატკივრებმა შემტევი მოჰამედ სალაჰი აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. გამოკითხვაში ხმების 52% ეგვიპტელს ერგო. მეორე ადგილზე სადიო მანე (20%) გავიდა, ხოლო მესამეზე - ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (16%).

მოჰამედი "რომადან" "ლივერპულში" მიმდინარე სეზონის დაწყებამდე გადავიდა. გასულ თვეში სალაჰმა 5 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.140214