კალათბურთი

17:47 | 5.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლატვიამ რუსეთს აჯობა და პირველ ადგილზე გადავიდა

ევრობასკეტ 2017-ის D ჯგუფის მეოთხე ტურის პირველ შეხვედრაში ლატვიამ აქამდე დაუმარცხებელ რუსეთის ნაკრებს 84:69 მოუგო და ჯგუფში პირველ ადგილზე გადავიდა.

მატჩის პირველი ტაიმი რუსებმა 10 ქულით მოიგეს, თუმცა მეორე ტაიმში ბალტიისპირელებმა გარდატეხა მოახდინეს, მესამე პერიოდის ბოლოს ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო მეოთხე მეოთხედში გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს.

ლატვიელთა ლიდერს კრისტაპს პორზინგისს არც ისე კარგი შეხვედრა გამოუვიდა, რადგან რუსებმა კრისტაპსი თავიდანვე ფოლებით დატვირთეს, თუმცა “ნიუ იორკ ნიქსის” ფორვარდმა მეტოქეს 11 ქულა მაინც ჩაუგდო. 37 წუთი ითამაშა იანის ტიმამ, რომელმაც გუნდს 22 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი, 3 ჩაჭა და 1 ბლოკ-შოტი შესძინა. რუსეთში ტრადიციულად ალექსეი შვედი გამოირჩა, რომელმაც მეტოქეს 21 ქულა ჩაუგდო.

რუსეთი - ლატვია 69:84 (15:12, 29:22, 8:18, 17:32)

ამავე ჯგუფში დღეს კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება: 18:00 საათზე, სერბეთი დიდ ბრიტანეთს დაუპირისპირდება, ხოლო 22:00 საათზე, თურქეთი - ბელგიას.

1.

ლატვია

4

3

0

0

1

355:317

7

2.

რუსეთი

4

3

0

0

1

296:296

7

3.

სერბეთი

3

2

0

0

1

244:231

5

4.

თურქეთი

3

1

0

0

2

231:226

4

5.

ბელგია

3

1

0

0

2

234:258

4

6.

დიდი ბრიტანეთი

3

0

0

0

3

252:284

3

0.120425