კალათბურთი

14:24 | 5.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი: “ვიმედოვნებ, მსაჯები ამ მატჩს სწორად განსჯიან”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი ამბობს, რომ ისრაელი კარგი გუნდია, რომელსაც სწრაფად თამაში შეუძლია, თუმცა ქართველებმა მოწინააღმდეგის შეცდომები უნდა გამოიყენონ. ამასთან, ბერძენი სპეციალისტი იმედოვნებს, რომ მსაჯები აღნიშნულ მატჩს სამართლიანად განსჯიან.

“ჩვენ ვართ გუნდი, ერთად ვიგებთ და ვაგებთ. ძალიან ბევრი პრობლემა და შეცდომა გვქონდა ბოლო ორ შეხვედრაში. კონცენტრაცია უნდა მოვიკრიბოთ და სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ ისრაელთან რთულ მატჩს. ძალიან ძნელია კალათბურთის უშეცდომოდ თამაში. ტაქტიკურად სწორედ უნდა უნდა განვეწყოთ. ისრაელი კარგი გუნდია, თამაშობენ ძალიან სწრაფად. მათ თავისუფლად მოქმედების საშუალება არ უნდა მივცეთ. დაცვაშიც კარგად უნდა ვითამაშოთ და მათი შეცდომები უნდა გამოვიყენოთ. ვიმედოვნებ, მსაჯები სწორედ განსჯიან ამ მატჩს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”, - თქვა ზუროსმა.

შეგახსენებთ რომ საქართველოსა და ისრაელის ნაკრებთა მატჩი დღეს, 5 სექტემბერს, თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

0.114562