დიდი სლემის 15-გზის ჩემპიონმა რაფაელ ნადალმა ამერიკის ღია პირველობაზე 50-ე გამარჯვება მოიპოვა. რაფამ ტურნირის 1/8-ფინალში უკრაინელი ალექსანდრ დოლგოპოლოვი 6:2, 6:4, 6:1 დააამარცხა (VIDEO). შეხვედრამ საათსა და 43 წუთს გასტანა.
რაფალემა 13 შესაძლებლობიდან 6 ბრეიკი შეასრულა, ხოლო უკრაინელმა 2-დან ვერც ერთი გამოიყენა.
ნადალს ამერიკის ღია პირველობაზე 50 გამარჯვება და 10 მარცხი აქვს, ტურნირზე ყველაზე მეტი მოგება (98) ჯიმი კონორსის ანგარიშზეა, მეორე პოზიციას 82 გამარჯვებით როჯერ ფედერერი იკავებს.