კალათბურთი

12:46 | 5.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი: “ყველამ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ამ მატჩში გამარჯვება”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გიორგი შერმადინი ისრაელთან მატჩის წინ აცხადებს, რომ ეს თამაში ისევე უნდა ჩაატარონ, როგორც პირველი – ლიტვის წინააღმდეგ, რადგან დღევანდელი შეხვედრის შედეგზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

“რაც ჩამოვედით, იმ დღიდან ვფიქრობთ, რომ გავიდეთ ჯგუფიდან და წავიდეთ თურქეთში. ყველამ ნახეთ რა კარგი თამაში გვქონდა ლიტვასთან. მოვუგეთ ფავორიტ გუნდს. შემდეგ წავაგეთ გერმანიასთან, უკრაინასთან. რა თქმა უნდა, დასანანი მარცხი განვიცადეთ. თავდასხმა ვერ ვითამაშეთ კარგად. არ გამოგვივიდა კარგი თამაშები. იმედია, ღმერთის წყალობით, ისრაელთან მატჩს მოვიგებთ. ამ თამაშზე ბევრი რამ არის დამოკიდებული და ამაზე უკვე ვმუშაობთ. გვქონდა ვიდეოგანხილვები, ვარჯიშები. უნდა გამოვიდეთ და ისე ვითამაშოთ, როგორც პირველ შეხვედრაში. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს მოგება და შანსი იმისა, რომ გავიდეთ შემდეგ ეტაპზე”, - თქვა გიორგიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ისრაელის ნაკრებთა დაპირისპირება დღეს, 5 სექტემბერს, თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

0.120353