ჩოგბურთი

12:28 | 5.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

დამაჯერებელი როჯერ ფედერერი დელ პოტროს წინააღმდეგ

ამერიკის ღია პირველობის 1/8-ფინალში როჯერ ფედერერმა ფილიპ კოლშრაიბერი 6:4, 6:2, 7:5 დაამარცხა (VIDEO). მატჩი საათსა და 51 წუთში დასრულდა.

როჯერმა შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო. მთელი მატჩის განმავლობაში კოლშრაიბერს ერთი ბრეიკ-პოინტიც კი არ ჰქონია, რაც ფედერერის კარგ თამაშზე მეტყველებს. თვითონ შვეიცარიელმა კი 7 შესაძლებლობიდან 4 ბრეიკი შეასრულა, 11 ეისი ჩააწოდა.

1/4-ფინალში როჯერი ხუან მარტინ დელ პოტროს შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ მძიმე ბრძოლაში დომინიკ ტიმი 1:6, 2:6, 6:1, 7:6, 6:4 დაამარცხა (VIDEO). პირველი ორი სეტში არგენტინელის განადგურების შემდეგ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ხუან მარტინი შეხვედრის მოგებას შეძლებდა.

ურთიერთშეხვედრებში როჯერი არგენტინელს 16:5-ს უგებს. ფედერერი დელ პოტროს შეხვედრა 6 სექტემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზეა ჩანიშნული.

0.111606