კალათბურთი

12:07 | 5.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულია: “ისრაელთან თამაშს ისე უნდა მივუდგეთ, როგორც ფინალს”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია ისრაელთან მატჩის წინ აცხადებს, რომ გუნდი ყველაფერს გაიღებს, რათა ამ თამაშის მოგება შეძლოს.

“ისრაელი მასპინძელია და უპირატესობა მათ მხარეს იქნება, რადგან სახლში თამაშობენ, თავიანთი გულშემატკივრის წინ. რთულ თამაშს ველით. გამომდინარე იქიდან, რომ წინა შეხვედრაში ძალიან ძლიერი გუნდი დაამარცხეს, დარწმუნებული ვარ, რომ ამ თამაშშიც მოსაგებად გამოვლენ, თუმცა ჩვენთვისაც იმდენად მნიშვნელოვანია ეს მატჩი, რომ ვუყურებთ მხოლოდ როგორც ერთთამაშიან ფინალს. ყველაფერი რაც გაგვაჩნია, მაქსიმალურად უნდა დავდოთ მოედანზე, ამ თამაშში უნდა ჩავდოთ და იმედი მაქვს, რომ გამარჯვებული ჩვენ დავრჩებით”, - თქვა ზაზამ.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის მეოთხე ტურში საქართველოსა და ისრაელის ნაკრებთა დაპირისპირება დღეს, 5 სექტემბერს, თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

0.113146