ფეხბურთი

10:50 | 5.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2018: დანია ან მონტენეგრო

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის E ჯგუფში ძალიან საინტერესო და დაძაბული სიტუაციაა. პოლონეთი, დანია და მონტენეგრო ერთმანეთს სათოფეზე დასდევენ.

პოლონეთის ნაკრებმა სამი დღის წინ დანიაში მიღებული კოშმარიდან გამოსვლა მოახერხა. ამაში ხელი მეტოქემაც შეუწყო – ყაზახეთი რობერტ ლევანდოვსკის და კომპანიის საზომად არ გამოდგება – 3:0.

დანიის ნაკრებმა კი, როგორც ჩანს, ფორმის პიკს მიაღწია. პოლონელების (4:0) განადგურების შემდეგ სკანდინავიელები ერევანში ჩავიდნენ და სომხეთის ნაკრებსაც არანაკლები დღე აყარეს – 4:1. დიდებულად გაისარჯა ტომას დელანი, რომელმაც ჰეთ-თრიქი გაიფორმა.

სტევან იოვეტიჩი კი დღეს მონტენეგროში გმირია – დიახ, რადგან მონტენეგროს ნაკრებმა სწორედ “მონაკოს” ახალწვეულის ერთადერთი გოლით აჯობა რუმინეთს და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა.

პოლონეთი ლიდერია და დიდი ალბათობით, აღნიშნულ პოზიციას შეინარჩუნებს კიდეც, მაგრამ მეორე ადგილისთვის ნამდვილად ფიცხელი ბრძოლაა გაჩაღებული – დანიას და მონტენეგროს 16-16 ქულა აქვთ. მომდევნო ტურში, 5 ოქტომბერს, ისინი პოდგორიცაში ერთმანეთს მუნდიალის საგზურისთვის შეერკინებიან...

სომხეთი – დანია 1:4 (1:2)

გოლები: 1:0 კორიანი (6), 1:1 დელანი (16), 1:2 ერიკსენი (29), 1:3 დელანი (81), 1:4 დელანი (90)

მონტენეგრო – რუმინეთი 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 იოვეტიჩი (75)

პოლონეთი – ყაზახეთი 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 მილიკი (11), 2:0 გლიკი (74), 3:0 ლევანდოვსკი (86, პენ)

1. პოლონეთი 8 6 1 1 18:11 19
2. დანია 8 5 1 2 18:7 16
3. მონტენეგრო 8 5 1 2 18:7 16
4. რუმინეთი 8 2 3 3 8:8 9
5. სომხეთი 8 2 0 6 8:19 6
6. ყაზახეთი 8 0 2 6 4:22 2

მომდევნო ტური – 5 ოქტომბერი

სომხეთი – პოლონეთი

მონტენეგრო – დანია

რუმინეთი – ყაზახეთი

0.115052