ფეხბურთი

10:09 | 5.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2018: მსოფლიოს ჩემპიონს მსოფლიოს ჩემპიონატთან აღარაფერი აშორებს

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის C ჯგუფში შეიძლება ითქვას ყველაფერი ნაადრევად დასრულდა. წინ ორი ტურია, მაგრამ აქედანვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი ადგილი და შესაბამისად, მუნდიალის საგზური გერმანიის ნაკრების ხელშია, ხოლო მეორე ადგილი და პლეი-ოფი – ჩრდილოეთ ირლანდიის.

ამავე ქვეჯგუფის დანარჩენ ოთხ წევრს წინ წაწევის შანსი უკვე დაკარგული აქვს. ერთადერთი ინტრიგა ისაა, რომ გერმანიას პირველი პოზიცია ოფიციალურად ჯერ არ გაუნაღდებია – სხვაობა 5 ქულაა, ხოლო მომდევნო ტურში, ბელფასტში სწორედ “ბუნდესნაკრები” ჩადის, მაგრამ ალბათ ესეც ფორმალობაა.

იოაჰიმ ლიოვის გუნდი დიდებულ ფორმაშია და ეს მერვე ტურმაც ცხადჰყო – მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ერთ დროს თავმოყვარე ნორვეგია დედამიწის პირისაგან აღგავა – 6:0.

დაახლოებით, იგივე დამართა აზერბაიჯანმა სან მარინოს (5:1), ხოლო აი, ჩრდილოეთ ირლანდია აგრძელებს სპეციალისტთა გაოცებას და ძლევამოსილ სვლას პლეი-ოფისკენ. ჩრდილოირლანდიელებმა ჩეხეთის ნაკრებს 2:0 მოუგეს და ბოლო იმედიც გადაუწურეს.

აზერბაიჯანი – სან მარინო 5:1 (2:0)

გოლები: 1:0 სიმაილოვი (20), 2:0 აბდულაიევი (25), 3:0 ისმაილოვი (57), 4:0 ჩევოლი (71, ა.გ), 4:1 პალაცი (74), 5:1 სადიგოვი (81)

გერმანია – ნორვეგია 6:0 (4:0)

გოლები: 1:0 იოზილი (10), 2:0 დრაქსლერი (17), 3:0 ვერნერი (21), 4:0 ვერნერი (40), 5:0 გორეცკა (50), 6:0 გომესი (79)

ჩრდ. ირლანდია – ჩეხეთი 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 ევანსი (28), 2:0 ბრანტი (41)

1. გერმანია 8 8 0 0 35:2 24
2. ჩრდ. ირლანდია 8 6 1 1 16:2 19
3. აზერბაიჯანი 8 3 1 4 8:12 10
4. ჩეხეთი 8 2 3 3 10:9 9
5. ნორვეგია 8 2 1 5 8:16 7
6. სან მარინო 8 0 0 8 2:38 0

მომდევნო ტური – 5 ოქტომბერი

აზერბაიჯანი – ჩეხეთი

ჩრდ. ირლანდია – გერმანია

სან მარინო – ნორვეგია

0.430777