კალათბურთი

0:14 | 5.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტ 2017: დაუნდობელი ესპანეთი და უდანაკარგო ხორვატია

C ჯგუფის მესამე ტურის მატჩში ესპანეთის ნაკრები კლუჟ-ნაპოკაში რუმინეთს დაუპირისპირდა და მასპინძლებიც ისევე გაანადგურა, როგორც წინა ორი მეტოქე.

ესპანელებმა ლიდერის პაუ გასოლის გარეშე ითამაშეს, თუმცა მისი არყოფნა საერთოდ არ დასტყობიათ და მეტოქე 41-ქულიანი სხვაობით გაანადგურეს. რუმინელებმა წინააღმდეგობის გაწევა პირველ პერიოდში მოახერხეს, ხოლო დანარჩენ პერიოდში “ლა როხას” უპირატესობა კოლოსალური იყო და ეს ტაბლოზე ნათლად აისახა – 91:50.

ესპანელთაგან საუკეთესო ხუან ერნანგომესი გახლდათ, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს 18 ქულა, 12 ქულა და 1 გადაცემა შესძინა. მისმა ძმამ ვილიმ 9 ქულა, 13 მოხსნა და 1 გადაცემა დააგროვა, მარკ გასოლმა 11 ქულას, 8 მოხნას და 2 გადაცემას მოუყარა თავი, ხოლო რიკი რუბიოს 8 ქულა, 1 მოხსნა და 3 გადაცემა ჰქონდა. რუმინელთაგან ვლად მოლდოვეანუ გამოირჩეოდა – 15 ქულა, 6 მოხსნა, 3 გადაცემა.

უდანაკარგო სვლას განაგრძობს ხორვატიის ნაკრებიც, რომელმაც მონტენეგროს სძლია. პირველი ტაიმის შემდეგ ხორვატები 12-ქულიანი სხვაობით იგებდნენ, მაგრამ მონტენეგრომ ბოლომდე იბრძოლა, მეტოქე ანერვიულა და ოთხი ქულით დამარცხდა – 72:76.

ხორვატთაგან საუკეთესო ბოიან ბოგდანოვიჩი გახლდათ, მის ანგარიშზე 23 ქულა, 6 მოხსნა და 1 გადაცემაა, ხოლო მონტენეგროდან გამორჩეული ტაირის რაისი გახლდათ, რომელმაც 22 ქულა, 1 მოხსნა და 1 გადაცემა დააგროვა.

ჯგუფის მესამე მატჩში უნგრეთმა ჩეხეთი დამაჯერებლად, 12-ქულიანი სხვაობით დაამარცხა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.

უნგრეთი – ჩეხეთი 85:73 (23:16; 21:17; 22:25; 19:15)

მონტენეგრო – ხორვატია 72:76 (17:25; 14:18; 21:19; 20:14)

ესპანეთი – რუმინეთი 91:50 (21:19; 20:8; 29:8; 21:15)

სატურნირო მდგომარეობა

1. ესპანეთი 3 3 0 0 0 283:166 6
2. ხორვატია 3 3 0 0 0 217:188 6
3. მონტენეგრო 3 1 0 0 2 204:223 4
4. უნგრეთი 3 1 0 0 2 191:212 4
5. ჩეხეთი 3 1 0 0 2 212:246 4
6. რუმინეთი 3 0 0 0 3 176:248 3

0.184184