კალათბურთი

17:47 | 4.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტ 2017: D ჯგუფში ლატვია გალიდერდა

ევრობასკეტზე D ჯგუფის მესამე ტურის პირველ მატჩში ლატვიამ დიდი ბრიტანეთი 97:92 დაამარცხა. ბალტიისპირელები ამ დროისთვის ორი მოგებით და ერთი მარცხით ჯგუფს ლიდერობენ, ხოლო დიდი ბრიტანეთი სამიდან სამი წაგებით ბოლო პოზიციას იკავებს.

ლატვიელები სამი პერიოდის შემდეგ მეტოქეს 26 ქულით უგებდნენ და ბოლო პერიოდი ფორმალობაღა იყო. ბოლო მეოთხედში ბრიტანელებმა გაიბრძოლეს და 34:13 მოიგეს, მაგრამ ეს საბოლოო გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

მატჩში ყველაზე მეტი 28 ქულა ლატვიის ლიდერმა კრისტაპს პორზინგისმა ჩააგდო, რომელსაც ასევე 8 მოხსნა და 2 ბლოკ-შოტი ჰქონდა. კრისტაპის მარგი ქმედების კოეფიციენტმა +32 შეადგინა. დიდ ბრიტანეთში 30 ქულით ოლასენი გამოირჩა.

ლატვია - დიდი ბრიტანეთი 97:92 (25:20, 25:20, 34:18, 13:34)

დღეს, ამავე ჯგუფში რუსეთის ნაკრები ბელგიას ხვდება, სერბეთი - თურქეთს.

1.

ლატვია

3

2

0

0

1

271:248

5

2.

რუსეთი

2

2

0

0

0

151:145

4

3.

თურქეთი

2

1

0

0

1

157:146

3

4.

სერბეთი

2

1

0

0

1

164:157

3

5.

ბელგია

2

1

0

0

1

167:182

3

6.

ბრიტანეთი

3

0

0

0

3

252:284

3

0.115075