ავსტრიის ნაკრების მწვრთნელი მარსელ კოლერი საქართველოსთან მატჩში ორ ფეხბურთელს მოისაკლისებს: ცენტრალური მცველი სებასტიან პრიოდლი (“უოტფორდი”) და შემტევი ნახევარმცველი მარსელ საბიტცერი (“ლაიპციგი”) 2 სექტემბერს, უელსთან თამაშისას დაშავდნენ.
პრიოდლი ფილიპ ლენჰარტმა (“ფრაიბურგი”) შეცვალა, ხოლო საბიტცერის ნაცვლად მაქსიმილიან საქსი (“ადმირა ვაკერი”) გამოიძახეს. არც ლენჰარტს და არც საქსს ეროვნულ ნაკრებში არასოდეს უთამაშიათ. ლენჰარტი სულაც პირველად არის სანაკრებო შეკრებაზე.
შეგახსენებთ, ავსტრია-საქართველოს მატჩი ვენაში 5 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.