ფეხბურთი

19:17 | 4.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” ინიესტას, ემრე ჩანის და გორეცკას დამატებას გეგმავს

ტურინის “იუვენტუსს” სამი ნახევარმცველის დამატება სურს. იტალიის ჩემპიონ გუნდს სავარაუდოდ გერმანელი ნახევარმცველი სამი ხედირა დატოვებს, რომლითაც MLS-ის რამდენიმე გუნდია დაინტერესებული.

თუკი ხედირა ამერიკაში ამ ზამთარს გადაბარგდება, “ბებერ ქალბატონს” თითქმის შეთანხმებული აქვს “ლივერპულთან” ემრე ჩანის საკითხი და შევსებას მისი სახით მიიღებს, ხედირას ზაფხულამდე შენარჩუნების შემთხვევაში კი, მერსისაიდელთა ნახევარმცველი სეზონის ბოლოს უკვე თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშურებს ტურინულ გრანდს.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, იტალიური კლუბი მომდევნო სეზონისთვის ანდრეს ინიესტასა და ლეონ გორეცკას დამატებასაც გეგმავს. ორივე მათგანს კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში ეწურება და “იუვენტუსს” მათი დამატება სრულიად უფასოდ შეეძლება.

0.119855