ფეხბურთი

15:23 | 4.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაია: "შანსები 40/60-ზეა საქართველოს სასარგებლოდ"

ვენის "რაპიდის" ფორვარდი გიორგი ქვილითაია ავსტრია-საქართველოს შესარჩევი მატჩის წინ ოპტიმისტურადაა განწყობილი. აქვე, მისი კომენტარი ავსტრიულ Krone-სთან:

"შანსები 40/60-ზეა საქართველოს სასარგებლოდ. ავსტრიას დავამარცხებთ. ისე, ვენაში ავსტრიელების წინააღმდეგ თამაში ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა.

...არ ვამბობ, რომ ზოგადად ავსტრიელებზე ძლიერები ვართ. პირიქით, მათ უკეთესი გუნდი ჰყავთ, ორი ვარსკვლავი ჰყავთ ალაბასა და არნაუტოვიჩის სახით, თუმცა ამ მატჩს მოვიგებთ".

ავსტრიისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა მატჩი 5 სექტემბერს, ვენაში, 22:45 საათზე (თბილისის დროით) დაიწყება. ავსტრიას მუნდიალზე გასვლის თეორიული შანსი დარჩა.

0.107792