ფეხბურთი

14:31 | 4.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" ახალი რეკორდი დაამყარა

იტალიურმა “მილანმა” ნაკრებში გაშვებული ფეხბურთელების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა. “როსონერიდან” საკლუბო პაუზის დროს ნაკრებში 17-მა ფეხბურთელმა გადაინაცვლა. აქედან 4 იტალიის ახალგაზრდულში, დანარჩენი 13 კი - ათ სხვადასხვა ეროვნულ გუნდში.

17-დან 8 მოთამაშე “შავ-წითლებმა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარის დროს დაიმატა.

აქვე გთავაზობთ ამ ფეხბურთელთა ჩამონათვალს:

ჯანლუიჯი დონარუმა, ლეონარდო ბონუჩი, ანდრეა კონტი, რიკარდო მონტოლივო (იტალიის ნაკრები), დავიდე კალაბრია, მანუელ ლოკატელი, პატრიკ კუტრონე (იტალია U-21), მატეო გაბია (იტალია U-19), ლუკას ბილია (არგენტინის ნაკრები), სუსო (ესპანეთის ნაკრები), კრისტიან ძაპატა (კოლუმბიის ნაკრები), ფრენკ კესიე (კოტ დივუარის ნაკრები), გუსტავო გომეზი (პარაგვაის ნაკრები), ანდრე სილვა (პორტუგალიის ნაკრები), ჰაქან ჩალხანოღლუ (თურქეთის ნაკრები), ნიკოლა კალინიჩი (ხორვატიის ნარები), რიკარდო როდრიგესი (შვეიცარიის ნაკრები).

0.118704