ფეხბურთი

13:46 | 4.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" 20-წლამდელთა ნაკრებს 3:2 მოუგო

"საბურთალომ" საკონტროლო მატჩი გამართა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებთან, რომელსაც ვასილ მაისურაძე წვრთნის. აღსანიშნავია, რომ 20-წლამდელები 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ, "საბურთალომ" 3:2 იმარჯვა.

მაისურაძის გუნდიდან გოლები გაიტანეს თემურ ჩოგაძემ და გიორგი გოგილაშვილმა, ხოლო "საბურთალოდან" დუბლი შეასრულა ლაშა შინდაგორიძემ, გადამწყვეტი ბურთი კი დაჩი ცნობილაძემ მიითვალა.

20-წლამდელთა შორის ითამაშეს ლაკვეხელიანმა, ხუბაშვილმა, ნიკოლაშვილმა და ბაკურაძემ, რომლებიც "საბურთალოს" წევრები არიან.

20-წლამდელები: ქავთარაძე (ისიანი 46), კიკალიშვილი (კერელეიშვილი 64), ხუბაშვილი, ფიფია (ბულუხაძე 46), ლაკვეხელიანი (ნადირაძე 75), ბაკურაძე (ბარაბაძე 46), ნიკოლაშვილი (მალაზონია 75), კვანტალიანი, ვარძელაშვილი (საღრიშვილი 46), ჩოგაძე (ლეჟავა 46), გოგილაშვილი (მუზაშვილი 46)

საბურთალო: ნასყიდაშვილი, ჭანტურიშვილი, მოლაშვილი, ცნობილაძე, ჯავახიშვილი, ხა, თარხნიშვილი, ივანიაძე, აბნერი, ნდუე, ძანი

მეორე ტაიმში შევიდნენ: გრიგალაშვილი, ელვინ ტერა, შინდაგორიძე, ვოლკოვი, იმნაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.10636