ჩოგბურთი

13:10 | 4.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

კვიტოვამ მუგურუზას აჯობა

უიმბლდონის ორგზის ჩემპიონმა პეტრა კვიტოვამ უიმბლდონის მოქმედ ჩემპიონი გარბინიე მუგურუზა ამერიკის ღია პირველობის 1/8-ფინალში 7:6, 6:3 დაამარცხა.

მატჩი საათსა და 49 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში ტაი-ბრეიკზე კვიტოვამ მუგურუზას 7:3 აჯობა. ურთიერთშეხვედრებში პეტრა ესპანელს 4:1-ს ამარცხებს.

1/4-ფინალში ჩეხი ვინუს უილიამსს დაუპირისპირდება, მატჩი 5 სექტემბერს თბილისის დროით 19:00 საათზეა ჩანიშნული.

0.138472