ფეხბურთი

12:23 | 4.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ნაკრები ავსტრიაში გაემგზავრა

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მორიგ მატჩს ხვალ ავსტრიაში გაიმართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ირლანდიასთან შეხვედრის (1:1) შემდეგ კვირას, თბილისში აღდგენითი ჩაატარა, დღეს დილით კი ავსტრიის დედაქალაქში გაემგზავრა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ეროვნული ნაკრების თავკაცმა ვენაში 25 ფეხბურთელი იახლა:

მეკარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ნუკრი რევიშვილი (დინამო თბ);

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი);

თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი).

საქართველოს ნაკრებს ავსტრიასთან მატჩისწინა ვარჯიში ერნსტ ჰაპელის სტადიონზე საღამოს 20:00 საათზე აქვს დაგეგმილი, ვარჯიშამდე ნახევარი საათით ადრე კი ვლადიმირ ვაისი პრესკონფერენციას ჩაატარებს.

ავსტრიისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა მატჩი 5 სექტემბერს, ვენის ერნსტ ჰაპელის სტადიონზე, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0.113826