ფეხბურთი

16:15 | 3.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრია-საქართველოს გრინფილდი იმსაჯებს

ავსტრია-საქართველოს შესარჩევ მატჩში მთავარი არბიტრი ომარ გრინფილდი (ისრაელი) იქნება. მას ჩვენი ეროვნული ნაკრების მატჩი არასოდეს უმსაჯია, თუმცა გაუძღვა სერბეთ-საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებების შეხვედრას, რომელიც გია ცეცაძის გუნდმა 0:1 წააგო. ეს ევროპის ჩემპიონატზე, 2013 წელს.

შეგახსენებთ, მატჩი 5 სექტემბერს ვენის “ერნსტ ჰაპელზე” გაიმართება. დასაწყისი: თბილისის დროით 22:45 საათი. ავსტრიელებს 8 ქულა აქვთ, ხოლო საქართველოს – 4.

0.117201