ევრობასკეტ 2017-ის B ჯგუფის სათავეში ორი გუნდი მოექცა – იტალია და გერმანია. ალემანებმა რომ საქართველოს ნაკრებს სძლიეს უკვე გამცნეთ, ხოლო აპენინელებმა მეორე ტურის შეხვედრაც პირველის მსგავსად ადვილად მოიგეს. უკრაინამ ეტორე მესინას გუნდს წინააღმდეგობა ვერ გაუწია – ოდენ პირველ პერიოდში გაუძალიანდა და მეტიც აჯობა კიდეც, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, საკმარისი არ გამოდგა. საბოლოოდ, იტალიის ნაკრებმა 78:66 იმარჯვა. გამარჯვებულთა შორს გამორჩეული იყო მარკო ბელინელი, რომელმაც 26 ქულა შესძინა გუნდს. უკრაინელთა შორის კი, არტიომ პუსტოვი გამოირჩა 21 ქულით.
უკრაინა – იტალია 66:78 (19:16, 14:27, 15:16, 18:19)
ლიტვის ნაკრებმა კი საქართველოსთან მარცხის შემდეგ რეაბილიტირება მოახერხა – ევრობასკეტის ერთ-ერთმა ფავორიტმა ისრაელთან შეხვედრა ცუდად დაიწყო და პირველი მეოთხედი წააგო. თუმცა, შემდეგ ბალტიისპირელებმა ჩინებულად დაიწყეს თამაში და ლოგიკურ დასასრულამდეც მიიყვანეს – 88:73. ისრაელის ნაკრებმა კი მეორე მატჩიც წააგო და სიტუაცია გაირთულა.
ლიტვის ნაკრების რიგებში საუკეთესო მინდაუგას კუზმინსკასი იყო 16 ქულით, 5 მოხსნითა და 4 პასით, ხოლო ისრაელის ნაკრებიდან გალ მეკელი გამოირჩა – 18 ქულა.
მესამე ტურის მატჩები B ჯგუფში დღეს გაიმართება: საქართველო უკრაინას, ლიტვა იტალიას, ხოლო ისრაელი გერმანიას დაუპირისპირდება.
ისრაელი – ლიტვა 73:88 (23:19, 14:19, 14:33, 22:17)
1. | იტალია | 2 | 2 | 0 | 0 | 0 | 147:114 | 4 | |
2. | გერმანია | 2 | 2 | 0 | 0 | 0 | 142:120 | 4 | |
3. | ლიტვა | 2 | 1 | 0 | 0 | 1 | 165:152 | 3 | |
4. | საქართველო | 2 | 1 | 0 | 0 | 1 | 136:144 | 3 | |
5. | უკრაინა | 2 | 0 | 0 | 0 | 2 | 129:153 | 2 | |
6. | ისრაელი | 2 | 0 | 0 | 0 | 2 | 121:157 | 2 |