C ჯგუფის მეორე ტურში სამი შეხვედრა გაიმართა. ევრობასკეტის უმთავრესი ფავორიტი ესპანეთის ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა და შავი დღე აყარა.
ესპანელებმა პირველ ტურში მონტენეგრო 39-ქულიანი სხვაობით გაანადგურეს, ხოლო ჩეხებს 37-ქულიანი სხვაობით გაუსწორდნენ. “ლა როხამ” შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა და შესვენებაზე 33-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 23:56. მეორე ნახევარში ესპანელებმა ძალები დაზოგეს და ანგარიში მხოლოდ 4 ქულით გაზარდეს – 56:93.
საუკეთესო იყო პაუ გასოლი, რომელმაც 26 ქულა, 8 მოხსნა და 2 გადაცემა მიითვალა. მისმა ძმამ მარკმა 8 ქულა, 9 მოხსნა და 4 გადაცემა დააგროვა. რაც შეეხება ძმებ ერნანგომესებს, ვილის 9 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა, ხოლო ხუანს 7 ქულა, 8 მოხსნა და 2 გადაცემა. საკუთარ გუნდს 17 ქულით, 2 მოხსნით და 5 გადაცემით შეეწია რიკი რუბიო.
ჩეხეთიდან ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მარტინ კრიზი იყო, რომელმაც 11 ქულა, 4 მოხსნას და 1 გადაცემას მოუყარა თავი. 8 ქულა, 5 მოხსნა და 5 გადაცემა ჰქონდა ტომაშ სატორანსკის.
მეორე თამაში მოიგო ხორვატიის ნაკრებმაც, რომელმაც რუმინეთი 74:58 დაამარცხა, ხოლო მონტენეგრომ ესპანეთის ჯავრი უნგრეთზე იყარა და 72:48 გაანადგურა.
ჩეხეთი – ესპანეთი 56:93 (14:33; 9:23; 15:20; 18:17)
ხორვატია – რუმინეთი 74:58 (20:12; 22:17; 15:13; 17:16)
მონტენეგრო – უნგრეთი 72:48 (14:11; 25:18; 21:11; 12:8)
1. | ესპანეთი | 2 | 2 | 0 | 0 | 0 | 192:116 | 4 | |
2. | ხორვატია | 2 | 2 | 0 | 0 | 0 | 141:116 | 4 | |
3. | მონტენეგრო | 2 | 1 | 0 | 0 | 1 | 132:147 | 3 | |
4. | ჩეხეთი | 2 | 1 | 0 | 0 | 1 | 139:161 | 3 | |
5. | რუმინეთი | 2 | 0 | 0 | 0 | 2 | 126:157 | 2 | |
6. | უნგრეთი | 2 | 0 | 0 | 0 | 2 | 106:139 | 2 |