საქართველოს ნაკრების შემტევმა, გიორგი მერებაშვილმა ირლანდიასთან მატჩი შეაფასა და აღნიშნა, აშკარა ფავორიტები იყვნენ, თუმც მეტოქემ გოლი არაფრისგან შექმნა, რაც სამწუხაროა.
“ყველამ დავინახეთ, რომ აშკარად ფავორიტები ვიყავით თამაშიდან გამომდინარე, რაღაც მომენტებში არ გაგვიმართლა და გოლი ვერ გავიტანეთ. სამწუხაროდ მეტოქემ არაფრისგან გაგვიტანა გოლი. მთლიანობაში თამაშით კმაყოფილი ვარ, თუმცა შედეგით არა. მეტის მიღწევა გვინდოდა, 3 ქულის აღება, თუმცა ფეხბურთია და სამწუხაროდ დღეს არ გაგვიმართლა. ვეცდებით ავსტრიასთან უფრო მომზადებული გავიდეთ და გამარჯვებაც მოვიპოვოთ”, - თქვა მერებაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ირლანდიასთან ფრედ 1:1 ითამაშა.