„დ“ ჯგუფის მასპინძელმა თურქეთმა დიდი ბრიტანეთი 84:70 დაამარცხა და პლეი ოფში გასვლისთვის ბრძოლაში დარჩა.
სტუმრები პირველ მეოთხედში დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდნენ, თუმცა ბოლოსკენ მეტოქეს 5 ქულით ჩამორჩნენ. მეორე მეოთხედშიც იგივე განმეორდა - დიდი ბრიტანეთი იბრძოდა, მაგრამ თურქებმა მაინც შეძლეს ინიციატივის დაუფლება და ერთი პერიოდი 16 ქულითაც დაწინაურდნენ, საბოლოოდ კი დიდ შესვენებაზე 13-ქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ (49:36).
მესამე მეოთხედში ბრიტანელებმა დაცვაში უკეთ ითამაშეს, ეს 10-წუთეული 18:15 მოიგეს და მეოთხე მეოთხედში ორჯერ ჩამორჩენა 5 ქულამდეც დაიყვანეს. მაგრამ მეტისთვის ძალა არ ეყოთ, მასპინძლებმა დაკარგული აინაზღაურეს და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს - 84:70.
თურქების გამარჯვებაში უდიდესი წვლილი მაჰმუთოღლუს მიუძღვის, რომელმაც გუნდს 24 ქულა შესძინა. 10 სექტემბერს დიდი ბრიტანეთი ლატვიას შეხვდება, ხოლო თურქები სერბებს დაუპირისპირდებიან.
1. | რუსეთი | 2 | 2 | 0 | 0 | 0 | 151:145 | 4 |
|
2. | ლატვია | 2 | 1 | 0 | 0 | 1 | 174:156 | 3 |
|
3. | თურქეთი | 2 | 1 | 0 | 0 | 1 | 157:146 | 3 |
|
4. | სერბეთი | 2 | 1 | 0 | 0 | 1 | 164:157 | 3 |
|
5. | ბელგია | 2 | 1 | 0 | 0 | 1 | 167:182 | 3 |
|
6. | დიდი ბრიტანეთი | 2 | 0 | 0 | 0 | 2 | 160:187 | 2 |