საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ფინალშია. გურამ თუშიშვილი (+100 კგ) – რეპეშაჟის ფინალში.
ლიპარტელიანმა ნახევარფინალში ევროპის (2017) და მსოფლიოს (2013) ჩემპიონი, აზერბაიჯანელი ელხან მამადოვი სამი გაფრთხილებით დაამარცხა. მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად კი იაპონელ აარონ ვოლფს დაუპირისპირდება.
თუშიშვილი ნახევარფინალში მსოფლიოს 8-გზის ჩემპიონთან, ფრანგ ტედი რინერთან, დაძაბულ ბრძოლაში, "ოქროს დროში” დამარცხდა და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც მონღოლ ნაიდან ტუვშინბაიარს შეხვდება. სწორედ მასთან დამარცხდა რეპეშაჟის ნახევარფინალში კიდევ ერთი ქართველი მძიმეწონოსანი ადამ ოქრუაშვილი და მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა მე-7 ადგილით დაასრულა.