ძიუდო

15:30 | 2.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლიპარტელიანი და თუშიშვილი მსოფლიოს ნახევარფინალში იჭიდავებენ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) უნგრეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრეს და ნახევარფინალში გავიდნენ. ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) კი ძირითად ბადეში მეოთხედფინალში დამარცხდა და რეპეშაჟის ნახევარფინალში გადაინაცვლა.

ლიპარტელიანი ფინალის საგზურისთვის აზერბაიჯანელ ელხან მამადოვს დაუპირისპირდება, თუშიშვილი ოლიმპიური თამაშების 2-გზის, მსოფლიოს 8-გზის და ევროპის 5-გზის ჩემპიონს, ფრანგ ტედი რინერს შეხვდება. ოქრუაშვილის მეტოქე კი მონღოლი ნაიდან ტუვშინბაიარი იქნება.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

დღესვე, მედლები ქალთა უმძიმეს წონით კატეგორიაში - +78 კილოგრამშიც უნდა გათამაშდეს. საქართველოს სახელით მსოფლიოს კონკურენციაში ელენე ქებაძე ჩაება, მაგრამ პირველსავე შეხვედრაში დამარცხდა.

0.11516