კალათბურთი

23:20 | 1.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

მანუჩარ მარკოიშვილი: “გერმანია კარგი გუნდია, გამოკვეთილი ლიდერით”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი მანუჩარ მარკოიშვილი გერმანიასთან მატჩის წინ საუბრობს. “მანუს” განცხადებით, გერმანიის ნაკრები კარგი გუნდია და საქართველოს დაცვაში მობილიზებით თამაში მართებს.

“მემგონი განსაკუთრებული ცვლილება არაფერი იქნება. უბრალოდ, დიქსონს მოუწევს გამთამაშებლად თამაში. უკვე განვიხილეთ ის ძირითადი კომბინაციები და პრიორიტეტები, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ გერმანიის ნაკრების წინააღდეგ დაცვაშიც და შეტევაშიც. მთავარია, რომ შევასრულოთ ეს გეგმა. მეტოქე კარგი გუნდია და გამოკვეთილი ლიდერიც ჰყავს. ძირითადი მიზანი კი იქნება, რომ დაცვიდან შევაჩეროთ გერმანია”, - განაცხადა მარკოიშვილმა საქართველოს კალათბურთის ფედრაციის პრესსამსახურთან საუბრისას.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოსა და გერმანიის ნაკრებებს, პირველი ტურის შემდეგ 2-2 ქულა აქვთ. ამ გუნდთა შეხვედრა 2 სექტემბერს, თბილისის დროით 16:45 საათზე დაიწყება.

0.113217