კალათბურთი

20:25 | 1.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

სერბეთმა ლატვია 10 ქულით დაამარცხა

ევრობასკეტი 2017-ის D ჯგუფის მეორე მატჩში სერბეთმა ლატვია 92:82 დაამარცხა. მატჩის პირველი ტაიმი ბალტიისპირელებმა ორი ქულით მოიგეს. შეხვედრაში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდის ბოლო წუთები აღმოჩნდა, 75:75-ზე სერბეთმა 8-ქულიანი გაქცევა მოაწყო და ბოლოს ბაგატსკისის შეგირდებმა თამაშის შემოტრიალება ვეღარ მოახერხეს.

სერბეთს 30 ქულით ბოგდან ბოგდანოვიჩმა ულიდერა, 9-დან სამი სამქულიანი, 8-დან 6 ორქულიანი და 10-დან ცხრა საჯარიმო სროლა ჩააგდო. ლატვიაში დაირის ბერტანსი 23 ქულით გამოირჩა. კრისტაპს პორზინგისმა 18 ქულა ჩააგდო.

სერბეთი – ლატვია 92:82 (21:24, 24:23, 20:13, 27:22)

სერბეთი: ბოგდანოვიჩი (30 ქ. 4 პ.), მაჩვანი (14 ქ. 10 მ.), მარიანოვიჩი (13 ქ. 6 მ.), გუდურიჩი (9 ქ.), ლუჩიჩი (7 ქ.), კუზმიჩი (6 ქ.), იოვიჩი (5 ქ.), მილოსავლიევიჩი (4 ქ.), სტიმაჩი (2 ქ.)

ლატვია: დავისბერტანსი (23 ქ. 6 პ. 4 მ.), პორზინგისი (18 ქ. 4 მ.), დაირის ბერტანსი (16 ქ. 6 ქ.), პეინერსი (9 ქ.), ტიმა (4 ქ.), სკელე (4 ქ.), სმიტსი (3 ქ.)

0.117149