ფეხბურთი

19:33 | 1.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "საქართველოს ნაკრებს პოტენციალი გააჩნია"
"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მიმდინარე შესარჩევ ციკლში პირველი გამარჯვება მოვიპოვოთ"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ირლანდიასთან შეხვედრამდე პრესკონფერენცია გამართა. ბუნებრივია, საუბარი მთლიანად ხვალინდელ თამაშს დაეთმო.

სლოვაკი სპეციალისტის განცხადებით, საქართველოს ნაკრები ბოლომდე დაიხარჯება და ყველაფერს გაიღებს, რომ მიმდინარე შესარჩევ ციკლში პირველი თამაში მოიგოს.

“რთულია, როდესაც ფეხბურთელებს სათამაშო პრაქტიკა აკლიათ. გარდა ამისა, ჯერჯერობით ჯგუფში გამარჯვება არ გვაქვს. მიუხედავად ამისა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ მაქსიმუმ გავაკეთებთ წარმატებისთვის. აქამდეც მითქვამს და გავიმეორებ – ამ გუნდს პოტენციალი გააჩნია და შეუძლია წარმატებას მიაღწიოს. აქამდე იყო თამაშები, როდესაც რაღაც დაგვაკლდა – უფრო მეტი აგრესია, მობილიზება. ხვალ კი, ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშებთ, რომელიც ძალიან ორგანიზებულია, მაგრამ ჩვენ გავალთ მოედანზე და გულშემატკივრების გასახარებლად ყველაფერს გავაკეთებთ.

ირლანდიის ნაკრები შესანიშნავია გუნდია – ძლიერი მწვრთნელი და ასისტენტი ჰყავს (როი კინი). შესაძლოა, ირლანდიის თამაში არ იყოს სანახაობრივი, მაგრამ ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობს და დარწმუნებული ვარ, რთული თამაში იქნება.

საკმაოდ კარგად ვითამაშეთ ირლანდიაში, ისევე როგორც უელსთან და სერბეთთან – სამწუხაროდ, შედეგს ვერ მივაღწიეთ, რომელსაც ვიმსახურებდით. თუმცა, რას ვიზამთ, ასეთია ფეხბურთი. ხვალ კი ალბათ დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ ვინ გაიტანას პირველ გოლს.

დიახ, ყველა ამბობს, რომ კარგად ვთამაშობთ და შედეგი არ გვაქვს, მაგრამ რეალურად ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია გუნდს პოტენციალი გააჩნია. არ აქვს მნიშვნელობა მე ვიქნები თუ არა, მთავარი მწვრთნელი – ფაქტია, საქართველოს ნაკრებს მომავალი გააჩნია და დარწმუნებული ვარ, შედეგს მიაღწევს.

სპორტის სხვა სახეობებს ჩვენც ვადევნებთ თვალს და ვგულშემატკივრობთ – წარმატების მიღწევას ჩვენც შევეცდებით. აქამდე არყოფილა შემთხვევა, რომ მაქსიმალურად არ დავხარჯულიყავით. სხვა საქმეა, რომ ყოველთვის გვავქს საკადრო პრობლემები. შემიძლია ვთქვა, რომ ხვალ ის ფეხბურთელები ითამაშებენ, რომლებსაც ახლა სათამაშო პრაქტიკა სხვებთან შედარებით. დანაკლისს რაც შეეხება, ეს ყოველთვის ხდება. არის ტრავმები და დისკვალიფიკაციები.

გიორგი არაბიძის დათმობა 21-წლამდელთა ნაკრებიდან არავის უთხოვია. ტაბიძის შემთხვევაში კი მთხოვეს და მე ის ახალგაზრდულ ნაკრებს დავუთმე.

რაც შეეხება ირლანდიასთან უარყოფით ბალანსს, სტატისტიკას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. მთავარია, როგორი სიტუაციაა დღეს. ახალგაზრდა ფეხბურთელებზე კი ვიტყოდი, რომ მათ ჯერ კიდევ ბევრი შრომა მართებთ წარმატებას რომ მიაღწიონ. ამის შესაძლებლობა ნამდვილად გააჩნიათ”, - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებთა მატჩი 2 სექტემბერს, “დინამო არენაზე” გაიმართება. აღნიშნული შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

0.107472