კალათბურთი

18:37 | 1.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტ 2017: ხორვატიამ უნგრეთი ბოლოსკენ გატეხა

ევრობასკეტ 2017-ის C ჯგუფის პირველ მატჩში ხორვატიის ნაკრები უნგრეთს დაუპირისპირდა და დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა.

თამაში დაძაბული გამოდგა და შეხვედრის სამი პერიოდი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. მატჩის უკანასკნელი პერიოდის წინ უნგრეთი ერთი ქულით ამარცხებდა ბალკანელებს, თუმცა თამაშის დასკვნითმა მონაკვეთმა მთლიანად ხორვატების უპირატესობით ჩაიარა და საბოლოოდ მათი გამარჯვებით 58:67 დასრულდა.

უნგრელთაგან გამორჩეული ზოლტან პერლი იყო, რომლის ანგარიშზეც 12 ქულა და 5 მოხსნაა, ხოლო ხორვატიიდან საუკეთესო ბოიან ბოგდანოვიჩი გახლდათ – 23 ქულა, 7 მოხსნა, 2 გადაცემა.

უნგრეთი – ხორვატია 58:67 (20:20; 16:19; 17:13; 5:15)

0.126373