ევრობასკეტ-2017-ის D ჯგუფში პირველი შეხვედრა გაიმართა. ბელგიამ დიდი ბრიტანეთი უხვქულიან მატჩში 103:90 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი მეორე ტაიმი აღმოჩნდა, რომელიც ბენილუქსელებმა 12 ქულით მოიგეს.
ბელგიელთა რიგებში 21 ქულით საუკეთესო მაქსიმ დე ზეუვი იყო, ხოლო ბრიტანელებში 21 ქულით გაბრიელ ოლასენი გამოირჩა.
ბელგიელებმა 38-დან 14 სამქულიანი ჩააგდეს, ხოლო კუნძულელებმა 20-დან ხუთი.
D ჯგუფის მეორე შეხვედრაში სერბეთი ლატვიას დაუპირისპირდება, მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
ბელგია - დიდი ბრიტანეთი 103:90 (24:26, 30:27, 19:14, 30:23)