ფეხბურთი

18:20 | 1.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

მამადუ სახო “არწივებში” ითამაშებს

აწ უკვე “ლივერპულის” ყოფილი ცენტრალური მცველი, მამადუ სახო კარიერას “კრისტალ პალასში” გააგრძელებს.

როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, 27 წლის მოთამაშემ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. რაც შეეხება გარიგების ფინანსურ დეტალებს, ეს ინფორმაცია არ გამჟღავნებულა, თუმცა მედიის ცნობით, ფრანგ ფეხბურთელში კლუბმა 4 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა და ბონუსის სახით კიდევ 2 მილიონს გაიღებს.

გასული სეზონის მეორე ნახევარი სახომ სწორედ “არწივების” შემადგენლობაში გაატარა და გუნდს 8 თამაშში დაეხმარა.

0.127632