ფეხბურთი

13:25 | 1.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

კოუტინიოსა და კოშტას ბედი დღის ბოლომდე გადაწყდება

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ევროპის უმეტეს ქვეყანაში უკვე დაიხურა, თუმცა არა ესპანეთში. ლა ლიგის ბინადარ გუნდებს ჯერ კიდევ შეუძლიათ ტრანსფერების განხორციელება.

გამომდინარე იქიდან, რომ ესპანეთში მოთამაშეების დამატება პირველი სექტემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი, არაერთი ჭორი გავრცელდა ფილიპე კოუტინიოსა და დიეგო კოშტას თაობაზე.

გავრცელებული ინფორმაციით, “ლივერპული” შეუთანხმდა “ბარსელონას” ბრაზილიელის ფასთან დაკავშირებით, რომელიც 160 მილიონ ევროს შეადგენს, გარდა ამისა, საუბარია რიად მაჰრეზის შესაძლო გადაბარგებაზე კატალონიურ კლუბში.

ეს ყველაფერი ჭორის დონეზე, თუმცა რა მოხდება რეალურად, მომდევნო რამდენიმე საათში გაირკვევა.

0.115545