გერმანიაში ბურთის მაგორებელი რობერტ ლევანდოვსკი პოლონელ ქალებში იმდენად პოპულარული მამრი ყოფილა, რომ თურმე ქალები არც იმას ერიდებიან, პან რობერტი ცოლიანი კაცი რომაა და დღენიადაგ ცდილობენ აყლაყუდა შემტევის ხელში თუნდაც ერთი ღამით ჩაგდებას.
შუბი არ იმალება ხალთაში და ეს ამბავიც რა თქმა უნდა არ დაიმალებოდა. ცოტა ხნის წინ თავად ლევანდოვსკიმ აღარა, რომ ადრე ძალიანაც მოსწონდა ამდენი ლამაზ-ლამაზი დიაცი უკან რომ დასდევდა და მის მზეს ფიცულობდა, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი ყელში აქვს ამოსული და სიმშვიდეზე ოცნებობს.
სიმშვიდე და კარგი ცხოვრება ვარსკვლავისათვის ისეთივე მიუღწეველი ამბავია, როგორც ტურინის “იუვენტუსისათვის” ფინალში მოგება. ამიტომ, ლევანდოვსკიმ უკვე მიიღო სათანადო ზომები და ამიერიდან ცოლის გარდა სხვა ქალს არათუ მესიჯებზე არ უპასუხებს, ზედაც კი არ შეხედავს. ყოველ შემთხვევაში თავად ასე ამბობს, მაგრამ დასაჯერია?..